„მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა“

სურათირსუ-ს სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულების ინიციატივითა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მხარდაჭერით ბათუმის ცენტრალურ ბაზარში აქცია გაიმართა სახელწოდებით: „მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა“. სამეცნიერო ცენტრის მკვლევრებთან ერთად ინგლისელმა სპეციალისტებმა მობილური ლაბორატორიის საშუალებით მცენარეთა საანალიზო ნიმუშებზე უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები აქციის მონაწილეებმა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს ადგილზევე გააცნეს. აქცია ბათუმის შემდეგ იმერეთში გაიმართება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა