სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

სურათისაგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას, ადამიანთა რესურსის მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და კულტურის სფეროს განვითარების საკითხებს მიეძღვნა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის“. კონფერენცია ტემპუსის საგრანტო პროექტ HESDeSPI- ის ფარგლებში ჩატარდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ხუთი დღის განმავლობაში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, აჭარის ხელოვნების მუზეუმსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობდა.

კონფერენცია რსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ, საგრანტო პროექტ HESDeSPI -ის კოორდინატორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ინდირა ძაგანიამ, პროექტის სამუშაო ჯგუფის მენეჯერმა, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მესხიამ და სამუშაო ჯგუფის წევრმა, მწრთვნელ-მკვლევარმა, რსუ-ს სლავისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე აროშიძემ გახსნეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა