,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლისა” და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის განსახორციელებლად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები. რსუ-ს რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, განათლების პროექტის მენჯერი ნინო ჩუბინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი სიმონ ჯანაშია და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის განათლებისა და ინფორმაციის მართვის სკოლის პროფესორი, განათლების მართვისა და სასწავლო პროცესის მართვის ექსპერტი ბაზ ვილმსი რსუ-ს აკადემიურ პერსონალს და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებს შეხვდნენ.
,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლა” ხელს შეუწყობს განათლების მართვის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. პროექტის ფარგლებში რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები გადამზადდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასანერგად.
„განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლა“ განხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განათლების მართვის პროექტის ხელშეწყობით. პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ლოს-ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის განათლებისა და ინფორმაციის მართვის სკოლის პროფესორები, განათლების მართვისა და სასწავლო პროცესის მართვის ექსპერტები: ვალ რასტი, ეუგენ ტაკერი, ბაზ ვილმსი და ბარბარა ნაითი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ:
1.შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მყოფ პირებს, რომლებსაც იმავდროულად უჭირავთ აკადემიური თანამდებობა ან ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში;
2.საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებს, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს და მოადგილეებს, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებს;
3.დაინტერესებულ პირებს განათლების სექტორიდან: მასწავლებლებს, უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამებზე რიცხულ სტუდენტებს;
პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ ,,განათლების ადმინისტრირების საზაფხულო სკოლის“ გავლის დამადასტურებელი ილიასა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და განათლების მართვის პროექტის (USAID) სერტიფიკატები.

უკან |