„საქართველოში აგრარული პოლიტიკისა და სამართლებრივი რეგულირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“

სურათიტბელ აბუსერიძის სახელობის აუდიტორიაში I რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა თემაზე: „საქართველოში აგრარული პოლიტიკისა და სამართლებრივი რეგულირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“. საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 60-მდე მკვლევარმა და პროფესორ-მასწავლებელმა მოხსენებები წარმოადგინა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უძრავი ქონების - მიწის მფლობელის უფლებების დაცვა, საქართველოს მიწის რესურსების ადმინისტრირების, მდგრადი განვითარების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და სამართლებრივ-ეკონომიკური ასპექტები. კონფერენციაზე მიღებული რეკომენდაციები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.

მოხსენებები წარმოდგენილი იყო შემდეგ სექციებში:

1.მიწის რესურსების მართვის პრობლემები და ნეოკოლონიალიზმის საფრთხე თანამედროვე მსოფლიოში;
2.მიწის ბაზრის განვითარების წინაპირობები და განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები საქართველოში;
3.სახელმწიფოს როლი სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის საქმეში;
4.საქართველოს მიწის რესურსების მართვის სისტემის სრულყოფის პრობლემები საბაზრო ურთიერთობათა პირობებში;
5.სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია თანამედროვე ეტაპზე;
6.საქართველოში განხორციელებული მიწის რეფორმა და მისი შედეგები;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა