საერთაშორისო კომპანია DPA–ს წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია წაიკითხეს

სურათისაინფორმაციო უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია DPA–ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარემ იურის ვილდერსიმ და Microsoft–ის წარმომადგენელმა, DPA საქართველოს გაყიდვების დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხეს. ექსპერტებმა მსმენელებს ინტელექტუალური საკუთრება და ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნები, იდეალური საინფორმაციო ტექნოლოგიები (ISO სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული ხედვა), საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვის უახლესი სტანდარტები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს. DPA–ს წარმომადგენლებმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა