15 ივლისი 2011 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - "სახელმწიფო ენის სწავლების საკითხები: პრობლემები და გამოწვევები" - უმასპინძლა. სახელმწიფო ენის სწავლების სიახლეებზე, მეთოდებსა და მიღწევებზე 80-მდე ქართველი, ამერიკელი, გერმანელი, ლატვიელი, ფინელი, ესტონელი, თურქი და შვეიცარიელი პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ის პროექტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების კუთხით შემუშავდა. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.