შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ხელშეწყობით ატარებს ორკვირიან, ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლას. სწავლების მიზანია ინკლუზიური განათლების საკითხებში მასწავლებელთა მომზადების დონის ამაღლება და ინკლუზიური განათლების ძირითადი მიმართულებების განვითარება. საზაფხულო სკოლაში კვალიფიკაციას აიმაღლებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლაში მოქმედი პედაგოგები და მაძიებლები. მსმენელები ინკლუზიური განათლების სალექციო კურსს გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ მეცადინეობებში. საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შედეგების შეფასების საფუძველზე გაიცემა სერტიკიფიკატები.
ინკლუზიური განათლების საზაფხულო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებული პროექტის „ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში“ ეგიდით ტარდება.

უკან |