საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათითანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს შორის. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მუშაობის გაუმჯობესებას, ასევე უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა და სხვა მომიჯნავე მიმართულებების დეპარტამენტების ექსპერტების ჩართულობას ევროპული ინტეგრაციის აქტუალურ თემებზე კვლევისა და კონსულტაციების პროცესში. რსუ-ს ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე გახსნა და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად სახელმძღვანელოები და ლიტერატურა გადასცა.

მემორანდუმის საფუძველზე:
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განსაკუთრებით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტების საკანონმდებლო და საკონსულტაციო პოტენციალი გამოიყენება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით;

- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი დეპარტამენტები (განსაკუთრებით იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტები) ჩაერთვებიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში შემოსული კანონპროექტების ანალიზის მომზადებასა და საკანონმდებლო წინადადებების განხილვაში;

- გაიმართება დისკუსიები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები საზოგადოებისათვის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის აქტუალურ საკითხებსა და მათთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ;

- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტებს დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მომზადებაში, ხელს შეუწყობს კვლევის ხარისხის გაუმჯობესებასა და მათ ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში;

- მხარეები უზრუნველყოფენ ბიბლიოთეკებით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა