ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორის კარმენ ნაისის ხელმძღვანელობით რსუ-ში მუშაობა დაიწყო DAAD-ის მიერ ორგანიზებულმა საზაფხულო სკოლამ თემაზე: ,,Akademisches Schreiben“, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, გერმანიის და სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების 30-მდე სტუდენტი. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, კომპეტენციის ამაღლებას და მათი მეშვეობით უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. ორკვირიანი საზაფხულო სკოლის ორგანიზებაში მონაწილეობენ პროგრამა ,,Kulturweit“-ის წარმომადგენლები იან ბარჩი, მაგნუს ლორენცი, რუსუდან ებრალიძე და რსუ-ს ასისტენტ პროფესორი თეონა ბერიძე.
უკან |