26 ივლისი 2011 წელი

ალერგიის მსოფლიო კვირეულსა და ასთმის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის სემინარი. დარგის მკვლევრებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა ერთობლივად განიხილეს იმუნური სისტემის დაბერების საკითხი და ასაკთან დაკავშირებული დაავადებები, ლიმფოტროპული ვირუსული ინფექციების კლინიკური მიმდინარეობა და ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე რეკომენდაციები. მედიკოსებმა ასევე ანტიბიოტიკორეზიტენტობის დაძლევის ალტერნატიულ გზებზე - ფაგოთერაპია და იმუნოთერაპია - იმსჯელეს. საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციამ სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.