კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს სამართლებრივი კვლევების პოპულარიზაციას, სტუდენტებისა და იურისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში იურიდიული კლინიკის ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას. მხარეები ასევე სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის ურთიერთგაცვლაზე, ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და ვორქშოფების ჩატარებასა და ბიბლიოთეკის გამოყენებაზე შეთანხმდნენ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა