აჭარის დამსახურებული მხატვრის, მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატის და ღირსების ორდენის კავალერის ზურაბ ხაბაძის გამოფენას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პერსონალური გამოფენა მხატვრის 66 წლის იუბილეს მიეძღვნა. უნივერსიტეტის ფოიეში ფერმწერისა და გრაფიკოსის 100-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ზურაბ ხაბაძეს შექმნილი აქვს 200-მდე ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი. მისი ცნობილი ტილოებია: "აღაზა ქისტებთან", "ფრიდონი", "ნესტან-დარეჯანი", "ტარიელი", "ვაჟა-ფშაველას პორტრეტი", "ბახტრიონი". მხატვარს გაფორმებული აქვს მრავალი წიგნი. მის მიერ არის შესრულებული ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფარდა "მედეა". გამოფენა ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
უკან |