,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლა”

სურათი29 აგვისტოს გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლა”. სწავლება რსუ-ში განათლების მართვის პროექტის (USAID) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს განათლების ადმინისტრირების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობას, განათლების ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასა და ერთობლივი დიპლომების გაცემას. საზაფხულო სკოლის ფარგლებში პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლის“ კურსებს ილიას უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად წარმართავენ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორები. სწავლების მეთოდოლოგიებსა და აკადემიური კურსების დიზაინში შოთა რუსთველის უნივერსიტეტის პროფესორებს სპეციალურ სემინარს ჩაუტარებს კალიფორნიის ლოს–ანჟელესის უნივერსიტეტის განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი ბარბარა ნაითი.

ერთობლივმა საზაფხულო სკოლამ განათლების ადმინისტრირების საკითხებში საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. კურსები დაიგეგმა როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის. 114 მონაწილე შემდეგ ძირითად სასწავლო კურსებს გაივლის:

1. კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგია
ინსტრუქტორი – ასისტენტ პროფესორი სიმონ ჯანაშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაინსტრუქტორი – ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2. სწავლების მეთოდები
ინსტრუქტორი - ასისტენტ პროფესორი სიმონ ჯანაშია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაინსტრუქტორები – სრული პროფესორი ლელა თავდგირიძე და ასისტენტენტ პროფესორი ნანი მამულაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. ადამიანური რესურსების მართვა განათლებაში
ინსტრუქტორი - ასისტენტ პროფესორი მაია ბიწაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაინსტრუქტორი – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მადონა მიქელაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

4. ორგანიზაციული ლიდერობა
ინსტრუქტორი – ასისტენტ პროფესორი მაია ბიწაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაინსტრუქტორი – რამინ ცინარიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

5. განათლება მრავალფეროვან საზოგადოებაში
ინსტრუქტორი - ასისტენტ პროფესორი გიორგი გახელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაინსტრუქტორი – ასისტენტ პროფესორი ნატო შეროზია, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

6. პრაქტიკული კვლევა განათლებაში
ინსტრუქტორი - ასისტენტ პროფესორი ნათია ანდღულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თანაინსტრუქტორები – სრული პროფესორი ლელა თავდგირიძე და სრული პროფესორი ვლადიმერ ღლონტი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

7. განათლების პოლიტიკა
ინსტრუქტორი - ასისტენტ პროფესორი თამარ ბრეგვაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თანაინსტრუქტორები – ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე და ასისტენტენტ პროფესორი ნანი მამულაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

8. სასწავლო პროცესის მონიტორინგი/შეფასება
ინსტრუქტორი - ბარბარა ნაითი, ლოს-ანჟელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის განათლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი, განათლების მართვისა და სასწავლო პროცესის მართვის ექსპერტი;
თანაინსტრუქტორი – სრული პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს დაურიგდებათ სერტიფიკატები.

,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლის” მონაწილეები:

მონაწილეობას ღებულობს საქართველოს შემდეგი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელები:
1. შპს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (რექტორი);
2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი (კვლევითი ჯგუფის უფროსი);
3. თბილისის 161-ე საჯარო სკოლა (6 მასწავლებელი);
4. ი. გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი);
5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რექტორის მოადგილე, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პედაგოგიკის დეპარტამენტის კოორდინატორი, 2 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ პროფესორი, 1 უფროსი მასწავლებელი, 2 მოწვეული სპეციალისტი);
6. შპს ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესი“ (გენერალური დირექტორი, დამფუძნებელი);
7. ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლა (მასწავლებელი);
8. ქ. დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა (მასწავლებელი);
9. ზესტაფონის მშობელთა და ბავშვთა სასწავლო სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ორიონი“, ზესტაფონის მე-5 საჯარო სკოლა (თავმჯდომარე, კოორდინატორის თანაშემწე და მენეჯერი);

,,განათლების ადმინისტრირების ბათუმის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილეობას ღებულობენ, აგრეთვე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები, უფროსი მასწავლებლები და მოწვეული სპეციალისტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები (დეკანის მოადგილეები, ხარისხის სამსახურის უფროსები, დეპარტენატების ხელმძღვანელები), ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, დირექტორის მოადგილეები, მასწავლებლები, ბათუმის ააიპ საბავშვო ბაღების წარმომადგენლები (გაერთიანების დირექტორი, ფსიქოლოგი).

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა