იტალიელი მკვლევრები გონიო-აფსაროსის ციხის შესწავლით დაინტერესდნენ

სურათიფერარას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი, რომაული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ლივიო ზერბინი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი კლაუდიო დე ბიაზი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. რომაული ძეგლებით დაინტერესებული იტალიელი სტუმრები გონიო-აფსაროსის ციხისა და სხვა ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლას გეგმავენ. რსუ-ს რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან გამართულ შეხვედრაზე მკვლევრებმა უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის პირობებზე, გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების, სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებასა და წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

იტალიელი მკვლევრები და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნ. ბერძენიშვილის ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულების მეცნიერ-თანამშრომლები გონიო-აფსაროსის ციხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგების საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებასთან ერთად, უძველესი, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღებასაც გეგმავენ. ფილმი განკუთვნილი იქნება როგორც ისტორიკოსებისათვის, ისე ტურისტებისა და მაყურებელთა ფართო წრისათვის.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა