საერთაშორისო კონფერენცია არბიტრაჟისა და მედიაციის საკითხებზე

სურათიშოთა რუსთაველის დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო თემაზე: „დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) საშუალებათა როლი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით არსებულ კერძო სამართლებრივ დავებში“. ქართველი, გერმანელი, ყაზახი, უკრაინელი, პოლონელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი არბიტრები და მოქმედი ადვოკატები ერთმანეთს ორი დღის განმავლობაში არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივი მუშაობის საკითხებზე შეთანხმდებიან. ფორუმი ხელს შეუწყოს სხვადასხვა ქვეყანაში დავების წარმოებისათვის დამახასიათებელი, კანონში არსებული თავისებურებებისა და სირთულეების გაცნობას, საზოგადოებაში არბიტრებისა და მედიატორის როლის გაზრდას, საქართველოს თანამედროვე საარბიტრაჟოს სისტემაში ჩართვას, არბიტრაჟის კოლეგიაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების შეყვანას და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარებას.

საერთაშორისო კონფერენცია აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული საერთაშორიოს არბიტრაჟის, პოლონეთის არბიტრაჟის, მედიაციის ასოციაციისა და ქ. ნოვო-ტომიშის (პოლონეთი) სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს ორგანიზებით გაიმართა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა