ეკონომიკის განვითარების ტენდენციები, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები, ბიზნესის განვითარება და პერსპექტივები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც ქართველი და უცხოელი მეცნიერები ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციის „ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ტენდენციები თანამედროვე ეტაპზე“ ფარგლებში იმუშავებენ. კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება. სამეცნიერო ფორმუმი მიზნად ისახავს ეკონომიკასა და ბიზნესში მეცნიერების, განათლების და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის წარმოჩენასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. შემუშავდება პრაქტიკული წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების ოპტიმიზაციას.
უკან |