პროექტი „სტაჟიორი“

სურათირსუ-ს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებმა პროექტ "სტაჟიორის" ფარგლებში სამთვიანი სტაჟირება გაიარეს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიებში. მომავალ მედიკოსებს შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად ჩართულიყვნენ კლინიკებისა და საავადმყოფოების მუშაობაში, გაცნობოდნენ მისი საქმიანობის სპეციფიკას. მცირე საკონფერეცნიო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის აჭარის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმღვანელმა მამუკა აბულაძემ პროექტის მონაწილე 16 სტუდენტს სერტიფიკატები გადასცა. პროექტი "სტაჟიორი" საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის აჭარის რეგიონალური წარმომადგენლობისა და აჭარის ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის მეორე ეტაპი 3 ოქტომბერს იწყება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა