თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში რსუ-ს ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისათვის სემინარი ჩატარდა თემაზე: „ქირურგიული ინფექციების ანტიბაქტერიული მკურნალობის პრინციპი“. სწავლება ითვალისწინებდა უწყვეტი განათლების ხელშეწყობასა და მომავალი მედიკოსების ინფორმირებულობას ისეთ დარგებში, როგორიცაა კლინიკური მიკრობიოლოგია და ანტიბაქტერიული თერაპია. ორდღიანი სემინარი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გადაუდებელი ქირურგიის ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |