ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლი - ,,სასეირო ოინი“ გაიმართა

სურათიუნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით იტალიელი კომედიოგრაფის კარლო გოლდონის ,,სასეირო ოინის“ ჩვენება გაიმართა. რეჟისორ ოთარ ქათამაძის სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ,,Comedia del arte”-ს სტილში დადგმული წარმოდგენა ქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარის მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა. ,,ზაფხულის ღია ახალგაზრდულმა თეატრმა“ რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქის ბულვარსა და ქუჩებში არაერთი სპექტაკლი დადგა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა