ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) პრეზენტაცია

სურათიევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) წარმომადგენლები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. პრეზენტაციაზე რეგიონში ორგანიზაციის წარმომადგენლობის დაფუძნება და ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა. 2012 წელს, ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს, რომელშიც ევროპის 42 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ELSA-ს მიზანია ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური განათლებისათვის საჭირო ევროპული სტანდარტების დანერგვასა და სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების ამოქმედებას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა