სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სიუზენ შილინგლოუმ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ჯონ სტაინბეკი - დოკუმენტური ჟურნალისტიკა". სტუმარმა რსუ-ს სტუდენტებს ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ცხოვრება, შემოქმედება, დოკუმენტური ჟურნალისტიკა და საბჭოთა კავშირსა და საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გააცნო. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ დოკუმენტალისტ ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმის „ჯონ სტაინბეკი და რუსული დღიური“ ჩვენება გაიმართა. ჯონ სტაინბეკი ფოტორეპორტიორ რობერტ კაპასთან ერთად 1947 წელს საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას აჭარასაც ეწვია.
უკან |