მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „წმინდა ანდრიას ჯვარის“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა - ,,ეკლესია და კინემატოგრაფია“ გაიმართა. „წმინდა ანდრიას ჯვარის“ ორგანიზატორებმა, რეჟისორებმა, დრამატურგებმა, სცენარისტებმა და სასულიერო პირებმა ფესტივალზე წარმოდგენილი დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური, სტუდენტური ფილმები და ტელეგადაცემები შეაფასეს. მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა–კურთხევითა და პატრონაჟით ტარდება და მასში 5 ქვეყნის 35 ფილმი მონაწილეობს.
უკან |