TEMPUS-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ლიკა ღლონტმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს TEMPUS-ის პროგრამის ახალი საგრანტო კონკურსის პრიორიტეტები და ჩატარების პირობები გააცნო. პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში. პროექტი ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებლებში ევროპული სტანდარტებისა და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, თანამედროვე სასწავლო პროგრამების შემუშავებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, უნივერსიტეტების მენეჯმენტის გაუმჯობესებას და უახლესი სასწავლო ლიტერატურის მიწოდებას.
უკან |