მიზნობრივი პროგრამა ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის"

სურათიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლამზირა ბოლქვაძემ და განათლებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა ბერიძემ რსუ-ს ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მაგისტრანტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიზნობრივი პროგრამა ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის" წარუდგინეს. პროგრამა ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში არსებული ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიის შევსებასა და ხარისხიანი სწავლების ხელშეწყობას. მიზნობრივ პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ორეტაპიანი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. საბუთები 2011 წლის 26 ოქტომბრიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რესურსცენტრებში მიიღება.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა