სასწავლო კრებულის "როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში" პრეზენტაცია

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კრებულის "როგორ ვიცხოვრეთ ერთად XX საუკუნეში საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი 2008-2011 წლებში ისტორიის მასწავლებელთა ევროპული ასოციაციისა (EUROCLIO) და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ერთობლივი პროექტის ,,ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით“ ფარგლებში გამოიცა. კრებულის წარდგინებასთან ერთად ტრენინგი "როგორ გამოვიყენოთ კრებულის მასალები სასწავლო პროცესში" ჩატარდა. სემინარში მონაწილეობდნენ რსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის პედაგოგები. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიის კაბინეტს ასოციაციის სახელით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა