ულტრასონოგრაფიის, ქირურგიული ტექნიკის, სასწრაფო და გადაუდებელი თერაპიის ტაქტიკის საკითხებს მიეძღვნა ორდღიანი საერთაშორისო ვორქშოფი სახელწოდებით: „ქირურგიული მენეჯმენტი და ტექნიკა“. ევროპის წამყვანმა ქირურგებმა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორებმა ულტრასონოგრაფიის, ქირურგიის სპეციალობის, ურგენტული დახმარების ექიმებსა და სტუდენტებს ტრენინგები ჩაუტარეს და ბოლო წლებში წარმოებული კვლევის შედეგები გააცნეს. ასევე განიხილეს ქირურგიული მენეჯმენტისა და დიაგნოსტიკის მიმართულების სიახლეები. ვორქშოფი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
უკან |