31 ოქტომბერი 2011 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_2550_1_s.jpg)
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე რსუ-ში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. შოთა რუსთაველის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე აჭარისა და აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებმა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა შავი ზღვის დაცვის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. შავი ზღვის ეკოლოგიურ საკითხებს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო მიმართულების პირველი კურსის სტუდენტებმა კონფერენცია მიუძღვნეს. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ნაშრომები გამოავლინა.