ბელგიაში ტემპუსის პროექტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

სურათიქალაქ გენტში პროექტის „უნივერსიტეტი-საწარმო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერება კომპეტენზიებზე დაფუძნებული სწავლების გზით სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში“ პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა. პროექტში მონაწილე რსუ-ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სომხეთის, უკრაინის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა თურმანიძემ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, სტრუქტურა, შესაძლებლობები, გამოწვევები წარადგინა და საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში დამსაქმებლების ჩართულობაზე ისაუბრა. პროექტი ითვალისწინებს ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრებისა და ბიზნესის განვითარების ლაბორატორიების დაფუძნებას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა