შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მარბურგის ფილიპსის უნივერსტეტისა და ფონდ "ფოლკსვაგენის" ორგანიზებით საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა თემაზე: „სახელმწიფოსა და სამართლებრივი პრაქტიკის გამოცდილება კავკასიაში - ანთროპოლოგიური პერსპექტივები კანონსა და პოლიტიკაში“. საერთაშორისო კონფერენცია გამოყენებითი ანთროპოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება და ხელს შეუწყობს იურიდიული და პოლიტიკური ანთროპოლოგიის პოპულარიზაციას. ქართველი, გერმანელი, ინგლისელი, უნგრელი, პოლონელი, რუსი ანთროპოლოგები სამი დღის განმავლობაში კვლევის მეთოდებს, სასწავლო და კვლევით პროცესებში სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ანთროპოლოგების ჩართვასა და დარგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.
უკან |