სტუდენტებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სურათიგაეროს მოსახლეობის ფონდის (UNPRA) მიერ დატრენინგებულმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ჯანდაცვის მიმართულების 25-მა სტუდენტმა ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო აქციები გამართეს. ახალგაზრდებმა მოქალაქეებს შიდსის პრევენციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და სტიგმატიზმისა და დისკრიმინაციის დაგმობისაკენ მოუწოდეს. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდსის თემატიკაზე ვიქტორინა ჩაატარეს და გამარჯვებულ მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. აქცია სიმბოლურად უმაღლესი სასწავლებლის ეზოში ცის მანათობელი ფარნების გაშვებით დასრულდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა