სააქტო დარბაზში პროექტის „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა. პროექტის მონაწილე რსუ-ს განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და კოორდინატორებმა პროგრამის ეგიდით განხორციელებული აქტივობების შედეგები შეაფასეს, სპექტაკლი „საოცარი ექიმი“ და რამდენიმეწლიანი მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 2007 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დაახლოებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვასა და ინტეგრაციას.
უკან |