ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგინება

სურათიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ბათუმის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნეს. ასევე განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტის სტრატეგიები, მიმართულებები და პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის პროგრამები. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, რომლებიც გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებას, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულუტურული პროექტების განხორციელებას უკავშირდებოდა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა