შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 43-ე აუდიტორიას ცნობილი ქართველი ეთნოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, რსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, სრული პროფესორის ვახტანგ შამილაძის სახელი მიენიჭა. ღვაწლმოსილი პროფესორის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა მიხეილ მახარაძემ, რსუ-ს რექტორის მოადგილემ ირაკლი ბარამიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და ოჯახის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი მეცნიერის ღვაწლი, მიღწევები და განვლილი გზა.
უკან |