ვიზიტი ქალაქ ტერნოპოლში

სურათიქალაქ ტერნოპოლის ეკონომიკურ, პედაგოგიურ და ტექნიკურ უნივერსიტეტებს სამდღიანი ვიზიტით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ირაკლი ბარამიძე ეწვია. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღანელებთან გამართულ შეხვედრებაზე მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტი განიხილს. დაიგეგმა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო ფორუმების ორგანიზება, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საგრანტო პროექტების განხორციელება. მომავალ წელს ქალაქ ტერნოპოლის ეკონომიკური, პედაგოგიური და ტექნიკური უნივერსიტეტების რექტორები რსუ-ს საპასუხო ვიზიტით ეწვევიან და ხელს მოეწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა