20 დეკემბერი 2011 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით სააქტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი „გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის“ გაიმართა. წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლთან არსებულმა ანსამბლმა „სათნოებამ“, რსუს-ს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ტბეთმა“ და მგალობელთა გუნდმა „ფერიცვალებამ“ ქართული საგალობლები, ეროვნული ცეკვები, ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულეს. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლს მოხმარდება.