23 დეკემბერი 2011 წელი

შოთა რუსთაველის დარბაზში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ მახარაძის მონოგრაფიის „არეოპაგიტიკის“ წარდგინება გაიმართა. ნაშრომში აღწერილია V-VI საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების - არეოპაგიტიკის ფილოსოფიური, თეოლოგიური წყაროები და შეხედულებები. ავტორს განხილული აქვს პლატონის ფილოსოფია, ნეოპლატონიზმი, კაპადოკიელ მამათა მსოფლმხედველობა, არეპაგიტული ფილოსოფია და მისი გავლენა. მონოგრაფია განკუთვნილია დარგის სპეციალისტებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებულთა ფართო წრისათვის.