შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის რიგით მეოთხე არჩევნები ჩატარდა. სტუდენტთა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო 68 წევრით დაკომპლექტდა. საარჩევნო პროცედურას არასამთავრობო ორგანიზაციების ,,ახალი თაობის“, ,,ბორჯღალოსა“ და სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. არჩევნებში სულ 1477 სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
უკან |