იშვიათი დაავადებების თანამედროვე მართვის პრობლემებს მიეძღვნა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: ,,იშვიათი დაავადებების მართვის ოპტიმიზაციის საკითხები საქართველოში". პროფესორ-მასწავლებლებმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ჰოლანდიელმა ექსპერტმა ელიზაბეტ სიბერიუსმა ქართველ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნის იშვიათ დაავადებათა მართვის გამოცდილება გაუზიარა. კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს მეთოდი, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო ბანკის შექმნასა და დაავადებულთა დროულ გამოვლენას.
კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ,,ალიანსი იშვიათი დაავადებებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ,,ალიანსი იშვიათი დაავადებებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.
უკან |