სამეცნიერო პროექტების შედეგების წარდგინება

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტების წარდგინება გაიმართა. პროექტების ხელმძღვანელებმა სამეცნიერო ფონდის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს წარმოებული კვლევა-ძიების შედეგები გააცნეს. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებაში 5 სამეცნიერო პროექტზე მუშაობენ.

ესენია:

1. N GNSF/STO8/8-521 - აჭარა-გურიაში გავრცელებული ციტრუსოვანთა პერსპექტიული ჯიშებისა და კლონების შერჩევა სადედე-საკოლექციო ბაღების მოწყობის, გენოფონდის შენარჩუნებისა და შემდგომი გამოყენების მიზნით;
სამეცნიერო ხელმძღვანელი- დავით ბარათაშვილი

2. N GNSF/STO8/8-513 - ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის შესწავლა და მათ ბაზაზე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება ;

სამეცნიერო ხელმძღვანელი - მაია ვანიძე;

3. N GNSF/STO8/6-470 - ერითროციტური ჯგუფური ანტიგენების გავრცელების სიხშირე, აჭარა-გურიის რეგიონის მოსახლეოაში და მათი გამოყენება პრაქტიკულ მედიცინასა და ანთროპოლოგიაში;
სამეცნიერო ხელმძღვანელი - ანზორ დიასამიძე

4. N GNSF/STO8/8-504 - გაჯანსაღებული სათესლე კარტოფილის in vitro კოლექციის შექმნა და საველე პირობებში გამოცდა;
სამეცნიერო ხელმძღვანელი - გულნარა ვერულიძე

5. N GNSF/STO8/8-451 - ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიის ეკოლოგიური მონიტორინგი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდით და ტალღური პროცესების შესწავლა რეალურ გარემოში;

სამეცნიერო ხელმძღვანელი - ნუგზარ ღომიძე

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა