დავით ხახუტაიშვილის სახელობის დარბაზში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლებმა საზოგადოებას 2010 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. ცენტრის ინიციატივით დაიწყო საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმის შრომათა კრებულის გამოცემა, რომლის I და II ნაწილში შესულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაშრომები ისტორიის, არქეოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. აღდგა რსუ-ს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო შრომათა კრებულის გამოცემაც.
წარდგინებაზე სამეცნიერო ცენტრის პროექტის „საუკეთესო ბიზნეს იდეა“ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
წარდგინებაზე სამეცნიერო ცენტრის პროექტის „საუკეთესო ბიზნეს იდეა“ გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
უკან |