ცნობილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსს, ქრისტიანული კულტურის კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ბიჭიკო დიასამიძეს 70 წელი შეუსრულდა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, კოლეგებმა და სტუდენტებმა საიუბილეო სხდომაზე ღვაწლმოსილი პროფესორის ცხოვრებასა და სამეცნიერო-საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრეს. პროფესორ ბიჭიკო დიასამიძის სამეცნიერო ინტერესის სფეროა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია და სტუდენტთა მსოფლმხედველობის ფორმირების საკითხები, რომელთაც მკვლევარმა 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 10 მონოგრაფია მიუძღვნა.
ბიჭიკო დიასამიძე დაიბადა 1940 წლის 25 დეკემბერს, შუახევის რაიონის სოფელ კვიახიძეებში. აქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა და ჩაირიცხა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში. 1960 წელს, პედსასწავლებლის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო გოგინაურის დაწყებით სკოლაში, საიდანაც გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ 1963-1964 წლებში მუშაობდა წყაროსუბნის (შუახევის რ-ნი) დაწყებით სკოლაში გამგე-მასწავლებლად. 1964 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტია. 1991-1997 წლებში კი - ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელია. პარალელურად მუშაობდა უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე (2005 წლის სექტემბრამდე). 2001-2005 წლებში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ამჟამად იგი ემერიტუსის საპატიო წოდებით კვლავაც აგრძელებს მუშაობას, კითხულობს ლექციების კურსს დამხმარე ისტორიულ დისციპლინებსა და საქართველოს ისტორიაში, ხელმძღვანელობს ქრისტიანული კულტურის კვლევის სამეცნიერო ცენტრს.
უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობას ხელი არ შეუშლია აქტიური სამეცნიერო საქმიანობისათვის. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიას. მომავალ სპეციალისტთა პროფესიული ორიენტაციისა და ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საკითხებს მიუძღვნა 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია.
განსაკუთრებით საინტერესოა პროფ. ბიჭიკო დიასამიძის გამოკვლევები, რომლებიც ქრისტიანობის ისტორიის საკითხებს ეძღვნება. აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ნაშრომებში გაანალიზებული და ახლებურად გააზრებულია ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, სახელმწიფო-საკანცელარიო და საეკლესიო ღვთისმსახურების ენის, უძველესი საეკლესიო ცენტრების წარმოშობისა და მათი ფუნქციის საკითხი ეგრისის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და შემდგომ საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბებაში ეკლესიის როლისა და ადგილის პრობლემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
პროფესორ ბიჭიკო დიასამიძის მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნები ზოგჯერ ეწინააღმდეგება ისტორიოგრაფიაში გაბატონებულ მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის არგუმენტირებული, დასაბუთებული და უაღრესად საინტერესოა. მაგალითად, ბ. დიასამიძე დღეისათვის გავრცელებული თვალსაზისისაგან განსხვავებით, ფიქრობს, რომ ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული აღმოსავლეთ შავიზღვისპირა ქალაქები (ფაზისი, სეპასტოპოლისი, პეტრა) ქართულ, ადგილობრივი მოსახლეობით (ლაზები, აფშილები, აბაზგები, სანიგები) დასახლებულ ცენტრებს წარმოადგენენ და, შესაბამისად, აქ აღმოცენებული საეპისკოპოსოებიცა და მათი მრევლიც (უდიდესი ნაწილი) აბორიგენული, შესაბამისად, საეკლესიო ღვთისმსახურების ენაც ქართულია (და არა ბერძნული).
ზემოთდასახელებულ პრობლემებს ავტორმა მიუძღვნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია (,,ქრისტიანობის ისტორიისათვის დასავლეთ საქართველოში,” ბათ. 1999; ,,უძველესი საეკლესიო ცენტრები დასავლეთ საქართველოში,” ბათ. 2000; ,,ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში,” ბათ. 2002). ნაშრომისათვის ,,ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში” ავტორს მიენიჭა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელმწიფო პრემია. ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნაშრომი ,,სახავს ახალ საკვლევ საკითხებს, ბიძგს აძლევს რიგი პრობლემების ახლებურ გააზრებას, საბუთების ძიებას იმ მოსაზრებათა დასასაბუთებლად ან უარსაყოფად, რომლებსაც ავტორი აყენებს” (გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა,” 2002 წლის 29 მარტი, №76). აღნიშნული პრობლემების მეცნიერული შესწავლა საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც წარმატებით დაიცვა 1999 წლის დეკემბერში _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იმავდროულად, ბ. დიასამიძე აირჩიეს საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საპატიო სიგელით.
პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე გამორჩეულია საზოგადოებრივი საქმიანობის თვალსაზრისითაც. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი ეროვნული მოღვაწეა. Bბ. დიასამიძე იდგა ბრძოლის წინა ხაზზე ისტორიის ყველა ეტაპზე _ XX ს. 70-იან წლებში – ქართული ენის დაცვისას, 1980-1990-იან წლებში-ეროვნული მოძრაობის აზვირთების პერიოდში თუ თანამედროვე ეტაპზე _ მიუხედავად იმისა, რომ იგი უნივერსიტეტის იერარქიული კიბის საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა. ამიტომაცაა, რომ მისი, როგორც მოღვაწის სიტყვას, აზრსა და პოზიციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. მის კალამს ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური სტატია რეგიონალურ და ზოგადქართულ პრობლემატიკაზე, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. 1988 წლიდან იგი რუსთაველის საინსტიტუტო საზოგადოების, 1990 წლიდან კი აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა. იგი გაბედულად შეებრძოლა იმჟამინდელ რეჟიმს და ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა მოსალოდნელი დიქტატურის წინააღმდეგ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემატიკის სხვადასხვა საკითხებს ეძღვნება მისი წიგნები: ,,ფიქრები ხვალინდელ დღეზე”, ,,გიორგობიდან გიორგობამდე” და ა. შ.
ბიჭიკო დიასამიძე არა მარტო სიტყვითა და კალმით, არამედ პრაქტიკულადაც აკეთებს იმ საქმეებს, რის შესახებაც ხშირად უწევს საუბარი. სხვებთან ერთად იგი არის ინიციატორი გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობისა და ევდემოზ დიასამიძის სახელობის ეკლესიების მშენებლობისა, არის სამშენებლო შტაბის ხელმძღვანელი.
ამჟამად ბიჭიკო დიასამიძე არის საქართველოს დიასამიძეთა საგვარეულო კავშირის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, რეგისტრირებულ კავშირ ,,მარეთის” გამგეობის წევრი, დარბაზის სპიკერი. მისი აქტიური მონაწილეობით ორგანიზაციამ განახორციელა არაერთი საქველმოქმედო აქცია მარეთის ხეობის სოფლებში. ხეობისა და რაიონის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის პროფ. ბიჭიკო დიასამიძეს მიენიჭა ,,საპატიო მარეთელისა’’ და ,,შუახევის საპატიო მოქალაქის” წოდებები.

უკან |