შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ექსეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორს, შავი ზღვის ისტორიის მკვლევარს, ქართველოლოგს დევიდ ბრაუნდს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. მსოფლიოში აღიარებული ანტიკური ხანის მკვლევარი უკვე 25 წელია ნაყოფიერად მუშაობს საქართველოს ისტორიის საკითხებზე. დევიდ ბრაუნდი ავტორია 110 ნაშრომისა და 10-ზე მეტი მონოგრაფიისა. საპატიო დოქტორმა თავისი მონოგრაფიით ,,საქართველო ანტიკურ ხანაში“ სათანადოდ შეაფასა საქართველოს როლი მსოფლიო ისტორიაში.
უკან |