უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ცნობილი მწერლის, კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, კოლეგებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მწერალს იუბილე მიულოცეს, მის შემოქმედებაზე ისაუბრეს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.
უკან |