XXX რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია

სურათიXXX რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის ფარგლებში ქართული და ქართველური დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ენათმეცნიერები ორი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. კონფერენცია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 40-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა. ყოველწლიური რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია განვლილ პერიოდში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგების გაცნობას ისახავდა მიზნად.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა