წარსულის პატივისცემით უკეთესი მომავლისაკენ!

სურათიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო დღეები უმაღლეს სასწავლებელში საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენით დაიწყო. ორდღიან საიუბილეო სესიაზე პროფესორ-მასწავლებლებმა სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგები შეაჯამეს. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების ერთობლივ გაფართოებულ საიუბილეო სხდომაზე ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტის პროფესორი დომენიკ ქასსაბ თეზგიორი, გრაიფვალდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰანს იუსტენი და მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის პროფესორი როლფ შაუერი საპატიო დოქტორებად აირჩიეს.

შედგა წიგნის ,,უნივერსიტეტი 75 წლისაა“ წარდგინება და გაიმართა საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დაჯილდოვდნენ საუკეთესო მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორები, საუკეთესო მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის თანამშრომლები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის.

საუკეთესო მონოგრაფიების ავტორები:
,,საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია“ - ვახტანგ შამილაძე, ოთარ მიმინოშვილი;
,,ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ - ამირან კახიძე;
,,აჭარის იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი ცხოველები“ - თემურ გოგმაჩაძე, რევაზ ზოსიძე, რევაზ ჟორდანია;

საუკეთესო სახელმძღვანელოების ავტორები:
,,ალგებრა და რიცხვთა თეორია“ - იაშა დიასამიძე;
,,საბანკო მენეჯმენტი“ - როსტომ ბერიძე;
,,ლითონის კონსტრუქციები“ - გიზო ფარცხალაძე;

საუკეთესო მეცნიერ-თანამშრომელი - ვერა ბოლქვაძე;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა