საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მორიგი სხდომა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა ერთობლივი სადოქტორო პროგრამების განხორციელების წესზე იმსჯელეს. რექტორთა შეფასებით კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი დოქტორანტის მოსამზადებლად აუცილებელია ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პოტენციალისა და რესურსების გამოყენება. ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები მომავალში მაგისტრატურასა და ბაკალავრიატშიც განხორციელდება.
უკან |