შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრანდენბურგის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა. პარლამენტარები უმაღლესი სასწავლებლის ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტითა და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესდნენ. პოტსდამისა და კოტბუსის უნივერსიტეტებთან ერთად დაიგეგმა ერთობლივი სადოქტორო პროგრამებისა და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელება.
უკან |