პროექტის ,,ლიტვური კულტურის დღეები“ ფარგლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლიტვის დელეგაცია ეწვია. საქართველოში ლიტვის საელჩოს დესპანი ლაურინკუს ტალატ-კელაშა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი აუდრიუს მატონისი სტუდენტებს ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე ესაუბრენ. ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორმა ადოფრედას ბურბლაუსკასმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,საქართველო-ლიტვის ურთიერთობები და პერსპექტივები“. ლექციას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ანთაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
უკან |