28 ოქტომბერი 2010 წელი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ,,სოფლის მეურნეობა და ეკოლოგიური წონასწორობა აღმოსავლეთ ევროპასთან (LOGO)“ კავშირის თავმჯდომარემ დოქტორ ჰართვიგ მენენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. შეთანხმებისამებრ, რსუ-ს აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში გაივლიან ექვსთვიან სასწავლო-საწარმოო პრაქტიკას ეკოლოგიურ მიწათმოქმედების მიმართულებით.
პრაქტიკაში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად სამი გამარჯვებული დასახელდა. აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები: მიქელაძე გიორგი,ზვიადაძე გურამი და ძირკვაძე გელა გერმანიაში კონკურსის მეორე ეტაპის გავლის შემდეგ გაემგზავრებიან.