შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე რსუ-ს განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტმა ტრადიციულად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან ერთად აღნიშნა. შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,შავი ზღვის ეკოლოგიური ასპექტები“. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სამმართველოს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა შავი ზღვის დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და შავი ზღვის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შავი ზღვის დაცვის დღეები 29 ოქტომბერს დაიწყო, რომლის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა ,,შავი ზღვის პრობლემა და სილამაზე“, შედგა დოკუმენტური ფილმების ,,ზღვა, რომელსაც სიკვდილი ემუქრება“ და ,,შავი ზღვის პრობლემები“ ჩვენება. მრგვალ მაგიდასთან გაიმართა დისკუსია შავი ზღვის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.

1996 წლის ოქტომბერში შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის (უკრაინა, რუსეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და საქართველო) წარმომადგენლემა სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას და 31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს. საქართველოში ეს თარიღი 1997 წლიდან აღინიშნება.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები არიან:

• შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი;
• აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო;
• სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი ,,ბორჯღალო“;
• ა(ა)იპ ,ჩვენი თაობა“;
• რსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა;

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა